ოქრო ელადიდან

მუდანიაში (საბერძნეთი) დამთავრდა ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა ევროპის პირველობა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ფალავნებმა 15 ჯილდო მოიხვეჭეს. საქართველოს სპორტული დელეგაციის ყულაბას ახალგაზრდებში ოქროს მედალი ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის აკადემიის მესამეკურსელმა ლევან მუქერიამ (მძიმე წონა) შესძინა. ტურნირზე პირველი ორი წრის წარმატებით გავლის შემდეგ მან ნახევარფინალში სომეხ არტემ მირზოიანს სძლია, ფინალში კი ბულგარელი მარლენ მალინკოვი დაამარცხა. ლევანი ოცი წლისაა. მეექვსე წელიწადია, მონდომებით ვარჯიშობს ძიუდოსა და სამბოში. 2005 წელს ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, შარშან და შარშანწინ ახალგაზრდების მსგავს შეჯიბრებებზე კი მეორე ადგილები დაიკავა.
წლეულს ქართველი ფალავანი სამბისტთა მსოფლიოს პირველობაზე გამოვა, რომელსაც 7-13 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი