ბენიძის ბრინჯაო

თბილისში დამთავრდა 20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა, რომელშიც სხვადასხვა ქალაქისა და რაიონის 28 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის – ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი დავით ბენიძე . იგი რეიტინგით (2499) ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად გამართულ შეჯიბრებაში დავითმა 7 ქულით მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი კოეფიციენტით ვერცხლის მედალი ლუკა პაიჭაძეს ერგო. 7,5 ქულით ჩემპიონობა დავით ლომსაძემ მოიპოვა.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი