პარასკევს, 26 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილ დისიდენტს და ადამიანის უფლებათა დამცველს, ვალერია ნოვოდვორსკაიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესში განსაკუთრებული დამსახურებისთვის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ქალბატონ ნოვოდვორსკაიას საპატიო დოქტორის სიგელი საზეიმო ვითარებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგი თევზაძემ გადასცა.
უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოებისთვის მან წაიკითხა ლექცია: “რა არის რუსეთი და რატომ უნდა ვერიდოთ მას” და მსმენელთა შეკითხვებსაც უპასუხა. ლექციის მთავარი თემა იყო რუსული საზოგადოების თანამედროვე მენტალობის ისტორია და ქართული თანამედროვე სახელმწიფო.
ლექციის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
[wpai_display_imported_files_here]

