არასრულწლოვან მსჯავრდებულთა ტიხრული მინანქარი

2შაბათს, 30 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ავჭალის კოლონიის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ტიხრული მინანქრის პროფესიული სწავლების კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერთიფიკატები გადაეცათ. ორი არასრულწლოვან მსჯავრდებულს – ივანე ახობაძესა და გიგა ავსაჯანიშვილს, რომლებიც გამოფენას პირადად ესწრებოდნენ, სერთიფიკატი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გადასცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრი, ასევე წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, არასამთავრობო ნორვეგიული ორგანიზაცია “ნორლაგის” მხარდაჭერით ახორციელებენ 5სარეაბილიტაციო პროექტს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში. კერძოდ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის პედაგოგები დავით ძაგნიძე და გიორგი ქართველიშვილი ასწავლიან არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ტიხრული მინანქრის ხელოვნებას. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ავჭალის კოლონიის არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ შესრულებული ტიხრული მინანქრის ნამუშევრ3ების გამოფენას, რომელშიც მონაწილეობდა 17 მოზარდი; მათგან 10 -ს გადაეცა სერთიფიკატი საუკეთესო ნამუშევრისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსგავსი პროექტის შედეგად, ერთი მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს პატიმრობიდან საუკეთესო მინანქრული ნამუშევრების შექმნისა და სანიმუშო ყოფაქცევისთვის.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი