2026 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი “Rustaveli-DAAD”-ის სასტიპენდიო პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 11-მა დოქტორანტმა და ახალგაზრდა მეცნიერმა (პოსტდოკი). კონკურსში ილიაუნის სახელით 15 პროექტი მონაწილეობდა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და დოქტორანტებისთვის გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას ითვალისწინებს.
გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები:
გიორგი ღვინჯილია, გიორგი მეჭურჭლიშვილი, სალომე პატარიძე (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)
მარიამ ალბექიონი, ეკა გურგენაშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)
დოქტორანტები:
მაკა ნოზაძე, ქეთევან ლაფაჩი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)
ალექსი მემიშიში, ანა მარგალიტაძე, მარიამ გოგშელიძე, ნაია მოდებაძე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი)
ილიაუნი ულოცავს ახალგაზრდა მკვლევრებს წარმატებას.
2026

