ილიაუნის მეცნიერთა სტატია საერთაშორისო ჟურნალში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურმა და კვლევითმა გუნდმა, მარი მურცხვალაძემ, ლევან ნინუამ, ალექსანდრე გავაშელიშვილმა, ზურაბ ჯავახიშვილმა და ეკატერინე თევდორაძემ, პარტნიორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მოამზადა და გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია „წითელი ნუსხის სახეობის ბექობის არწივის (Aquila heliaca) ტრაქეისა და კლოაკის ბაქტერიული მრავალფეროვნება“. პუბლიკაცია გამოქვეყნდა საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Frontiers in Microbiology (Impact Factor – 4.0 […]
საგაზაფხულო სკოლა „ჩვენი ორგანიზმი და ჯანმრთელობა“

23-დან 25 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამისა და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის სტუდენტებისთვის ილიაუნის სტეფანწმინდის კვლევით ბაზაზე გამართავს საგაზაფხულო საერთაშორისო სკოლას „ჩვენი ორგანიზმი და ჯანმრთელობა“. ინგლისურენოვანი სკოლა მიზნად ისახავს ქართველი და უცხოელი სტუდენტების დაკავშირებას და ურთიერთობების გაღრმავებას. სკოლის მიზანი სკოლა სტუდენტებს ჩამოუყალიბებს ადამიანის ორგანიზმისა […]
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის IT სპეციალისტის სტაჟიორის ვაკანსია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას IT დეპარტამენტში. სტაჟირება არის ნახევარ განაკვეთზე, განსაზღვრული 3-თვიანი ანაზღაურებადი პერიოდისთვის და მიზნად ისახავს ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანების მონაწილეობას ინსტიტუტის ტექნიკურ პროექტებში. ვაკანსია განკუთვნილია პროგრამირებით დაინტერესებულებისა და სამუშაო გარემოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების მსურველთათვის. ძირითადი მოვალეობები Python-ით მცირე სკრიპტებისა და პროგრამების შექმნა/გაუმჯობესება; შიდა ტექნიკური სისტემების მხარდაჭერა; არსებული კოდის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში […]
