აშშ-ის საელჩოს ვიზა ასისტენტის ვაკანსია

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ვიზა ასისტენტის პოზიციაზე. გამოცდილება: მინიმუმ 2 წლის გამოცდილება ოფისში ან სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრატორის ან ისეთ პოზიციაზე, რომელიც ადამიანებთან კონსულტაციასა და ურთიერთობას მოიცავს. განათლება: მესამე, მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის კურსდამთავრებულებისა და მაგისტრებისთვის. აუცილებელი მოთხოვნები:  ინგლისური და რუსული ენის 4 დონე (fluent); კარგი საკომუნიკაციო უნარები; მშვიდი და გაწონასწორებული დამოკიდებულება კლიენტებთან; უნარი კომპიუტერისა და […]

ილიაუნელ ფრენბურთელთა მესამე ადგილი

დასრულდა ფრენბურთელ ქალთა სტუდენტური ჩემპიონატი, რომელშიც ილიაუნის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა და, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოყალიბდა. მიუხედავად ამისა, გოგონათა გუნდი ნახევარფინალამდე დაუმარცხებლად მივიდა, თუმცა ნახევარფინალში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ნახევარფინალში საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაამარცხა. მესამე ადგილისთვის ბრძოლა […]

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს სტუდენტური ლიგის ფინალური მატჩები გაიმართა კალათბურთში

ილიაუნელებმა რეგულარული სეზონი წაუგებლად დაასრულეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მეოთხედფინალში ილიაუნის მეტოქე იყო A ჯგუფის მეოთხეადგილოსანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ჩვენმა გუნდმა 87:78 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ნახევარფინალის ორმატჩიან დუელში სპორტის უნივერსიტეტთან დავმარცხდით. ილიაუნის კალათბურთელთა გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 78:69 […]

სტაჟირება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2019 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და გამოცდების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს. შესასრულებელი ფუნქციები: 2019 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო […]

ADS Georgia 2019 – შეჯამება

ADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომლის პირველი სეზონიც 2017-18 წლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები, ნახონ, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს, გაუღვივდეთ ინტერესი ამ სფეროს მიმართ და მიიღონ სრული ინფორმაცია ინდუსტრიის შესახებ. მეორე მხრივ, სააგენტოებს ეძლევათ შესაძლებლობა […]