საქართველოს ბანკის ვაკანსია გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს გაყიდვების ასისტენტის ვაკანსიას 4საათიანი – ნახევარი სამუშაო გრაფიკით. ფუნქცია-მოვალეობები: შეხვედრა-გასაუბრება სერვისცენტრში შესულ მომხმარებელთან; დახმარება მომხმარებლისთვის, რათა მან გამოიყენოს ბანკის დისტანციური სერვისები და დაზოგოს დრო; გააცნოს მომხმარებელს კომპანიის ახალი სერვისები , მოუყვეს მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, წარმატებულად შესთავაზოს და გაყიდოს საბანკო მომსახურება; წვლილი შეიტანოს თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ვაკანსია იურისტის თანამდებობაზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას კანონის უზენაესობის, კერძოდ, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმის მიმართულებით სრულ განაკვეთზე მომუშავე იურისტის თანამდებობაზე. სახელფასო განაკვეთი: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად. ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, ყოველთვიური მობილური ტელეფონის ბალანსი სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) ხელმძღვანელი: კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი ძირითადი მოვალეობები: ანალიტიკური […]
საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის პროექტი – Sales MBA

საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის http://www.isi.ge პროექტი Sales MBA-ს მესამე ნაკადის მიღებას იწყებს. პროექტი განკუთვნილია 26 წლამდე ახალგაზრდებისთვის და მოიცავს 6-თვიან სწავლებას გაყიდვების მიმართულებით და დასაქმების პროგრამას. პროექტს სრულად აფინანსებს საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტი. Sales Mba-ზე მოხვედრა ავტომატურად გულისხმობს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ პარტნიორ კომპანიებში დასაქმებას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. პარტნიორი კომპანიების არასრული ჩამონათვალი: ლიბერთი ბანკი, ჯი არ სი, კრისტალი, […]
„როუზბადის“ ვაკანსია მენეჯერის თანამდებობაზე

კომპანია „როუზბადი” ქართული პრემიუმ წინდების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბამბუკის, დავარცხნილი ბამბისა და ბამბის წინდებს.კომპანია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე. ძირითადი მოვალეობები: ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება; გაყიდვების სტიმულირება; არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება; პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა; სოციალური მედიის მართვა; კონსულტანტების კონტროლი; მარაგების […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტში „სომხეთის ცის ქვეშ” მონაწილეობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზაცია „ფონდი სკოლა კლასთან” თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობს პროექტში „სომხეთის ცის ქვეშ”,რომლის მთავარი დონორია ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის”. პროექტის მთავარი მიზანია მასწავლებელთათვის სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა, რათა მათ შეძლონ ბავშვების ინტერესის გაზრდა STEM-ის საგნების მიმართულებით. აქტივობები გათვლილია, როგორც ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრებისთვის, ასევე ასტრონომიით დაინტერესებული გუნდებისთვის. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 20 მკვლევართა კლუბი […]