Vendoo – სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერი

კომპანია Vendoo აცხადებს სოციალური მედიის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიას.

კომპანია Vendoo, ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი მთავარი მიზანია, გავამარტივოთ პროდუქციის ონლაინყიდვა-გაყიდვა, მომხმარებლებს სწრაფად მივაწოდოთ პროდუქტი და შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება.
 
 პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც დასაქმებულს საშუალებას აძლევს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავე დროს შეიძინოს ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალური ქსელების აქტივობების შემუშავებაში მონაწილეობა (Facebook, Instagram, Linkdin, Youtube და სხვა);
  • კომპანიის სოციალურ ქსელებში კონტენტის განთავსება;
  • კომუნიკაციის ტექსტური მიმართულების შექმნა/მონაწილეობა დადგენილი საკომუნიკაციო სტანდარტის შესაბამისად;
  • სოციალურ ქსელში აქტივობების შედეგად მიღწეული პარამეტრების ანალიზი და რეპორტინგის წარმოება.
  • მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობა;
  • მონაწილეობა სარეკლამო ღონისძიებებში.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება (თეორიული და პრაქტიკული);
  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
  • განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა (სრულყოფილი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • განსაზღვრულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31 მაისი, 2021 წ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge  სათაურის ველში მიუთითეთ უმცროსი სოციალური მედიის მენეჯერი

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი