ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას თეატრის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
- ზედამხედველობას უწევს თეატრის ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას.
- ხელმძღვანელობს თეატრის ტექნიკური პერსონალის მუშაობას (ხმის რეჟისორები, განათების რეჟისორები, სცენის მემანქანეები, ტექნიკური რეჟისორები, გარდერობის გამგე, რეკვიზიტორი, ადმინისტრატორი).
- ხელმძღვანელობს წარმოდგენის დადგმისა და გამართვის მთლიან პროცესს, როგორებიცაა:
- ახალი სპექტაკლის პროექტის შექმნის პროცესი და ბიუჯეტირება ესკიზების მიხედვით;
- დეკორაციის შესაქმნელად საჭირო მასალის შესყიდვების პროცესი უნივერსიტეტის შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად;
- დეკორაციის შექმნის მონიტორინგი;
- კოსტიუმების შესყიდვისა და კერვის პროცესი უნივერსიტეტის შესყიდვების დეპარტამენტსა და სპექტაკლის მხატვრებთან ერთად;
- თეატრის ტექნიკური მზადყოფნის უზრუნველყოფა პრემიერისა და სარეპერტუარო სპექტაკლებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, მატერიალური რესურსების მართვის ან ლოგისტიკის მიმართულებით. უპირატესობად ჩაითვლება ამ მიმართულებით თეატრალურ ან ხელოვნების სხვა სფეროში მუშაობის გამოცდილება
- მინიმალური კომპიუტერული უნარ-ჩვევები
პიროვნული უნარ–ჩვევები:
- ლიდერობა
- კომუნიკაბელურობა
- ძლიერი მენეჯერული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობა
- კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]

