ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაოს აღწერა:
- სეისმური აპარატურის მუშაობის პრინციპების შესწავლა;
- საველე კვლევებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალობა;
- ველზე მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 19 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება სეისმური მონიტორინგის ცენტრში“.
ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2023
[wpai_display_imported_files_here]


