ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში.
სტაჟირება გაგრძელდება სამ თვეს დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაოს აღწერა:
- საველე გეოფიზიკურ კვლევებში მონაწილეობა;
- გეოფიზიკურ მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
- სამეცნიერო კვლევით პროექტებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნიკური მიმართულება (ფიზიკა, მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პროგრამირება, ქსელები);
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- ახალი ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და სისხარტე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- პუნქტუალობა;
- ველზე მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სტუდენტზე მორგებული;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 19 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟირება გამოყენებითი გეოფიზიკის დეპარტამენტში“.
თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2023
[wpai_display_imported_files_here]


