ვაკანსია სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ბიბლიოთეკასა და წიგნის სახლში „ლიგამუსი“ აცხადებს სოციალური მედიის მენეჯერის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სტრატეგიის იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად პერიოდული მონიტორინგი;
  • რეპორტინგი – ყოველი თვის ბოლოს გასული თვის მუშაობის შედეგის შეჯამება; ანალიზი და შემდეგი კომუნიკაციის შესაბამისად დაგეგმვა;
  • ემპირიული დაკვირვებებისა და ანალიტიკური მონაცემების შედეგის მიხედვით კონტენტის შინაარსისა და ფორმის განსაზღვრა;
  • სოციალური მედიის პლატფორმებისთვის მომხმარებელთან საკომუნიკაციო ენისა და ტონალობის განსაზღვრა;
  • სოციალური მედიაპლატფორმებისთვის მორგებული ტექსტების შემუშავება – ქოფირაითინგი;
  • სოციალური მედიაპლატფორმებისთვის მორგებული ვიზუალური მასალის შემუშავების პროცესში დიზაინერებთან, მედიაცენტრის თანამშრომლებთან თანამშრომლობა;
  • შეთანხმებული მასალის განთავსება შესაბამის პლატფორმებზე;
  • ციფრული საკომუნიკაციო კამპანიებისთვის იდეების გენერირება;
  • შემოსულ კითხვებზე პასუხის დაბრუნების პროცესში მონაწილეობა და მისი მონიტორინგი;
  • ორგანიზაციის სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება;
  • რეპორტინგი – ყოველი თვის ბოლოს გასული თვის მუშაობის შედეგის შეჯამება; ანალიზი და შემდეგი კომუნიკაციის შესაბამისად დაგეგმვა;
  • წიგნის ბაზრის კვლევა წიგნის სახლ „ლიგამუსში“ სარეალიზაციოდ სასურველი რესურსის იდენტიფიცირებისთვის;
  • საინტერესო მარკეტინგულ აქტივობათა დაგეგმვა გაყიდვების გასაუმჯობესებლად;
  • „ლიგამუსისა“ და ბიბლიოთეკის სოციალური გვერდის მართვა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • საქმიანობიდან გამომდინარე სპეციფიკური პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV, სამოტივაციო წერილი და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2023 წლის 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით.

“subject” ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და წერილს ყველა დოკუმენტი დაურთეთ ერთ ფაილად აკინძული PDF ფორმატში.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და შემდგომ გასაუბრება.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატი დასაქმდება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით და ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის ვალდებული იქნება წარმოადგინოს ასევე:

ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

2023 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი