ვაკანსია: ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა “eDocument”-ით ფაკულტეტზე შემოსული კორესპონდენციის დახარისხება, გადანაწილება და კონტროლი მათ შესრულებაზე;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ორგანიზება და ოქმების მომზადება;
  • ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე შიდა მობილობის პროცესის კოორდინირება და სამართლებრივი აქტისთვის დოკუმენტების მომზადება;
  • აკადემიური შვებულების, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და პირადი მონაცემების ცვლილების განცხადებების განხილვა და იურიდიული სამსახურისთვის წარდგენა;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთათვის კონსულტაციების გაწევა, განცხადებების განხილვა და რეკომენდაციის გასაცემად საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
  • წარდგინებების მომზადება ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის (მოწვეული მასწავლებლები) ხელშეკრულებების გაფორმება/გაგრძელებასთან დაკავშირებით;
  • ფაკულტეტზე არსებული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში საათობრივი ანაზღაურების წესის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების პროცესში ფაკულტეტის დეკანის ასისტირება;
  • ფაკულტეტზე მოწვეულ მასწავლებელთა ყოველთვიური დატვირთვის მონაცემთა მომზადება და უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურისთვის გაგზავნა;
  • საბაკალავრო ნაშრომების მომზადება/ჩაბარებასთან დაკავშირებით ვადებისა და პროცედურების შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება, მათ შორის ნაშრომების შემფასებელი კომისიის წევრების დამტკიცების მიზნით ბრძანებების მომზადება;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტთა განცხადებების საფუძველზე სააპელაციო პროცედურების ორგანიზება, გარდა სამაგისტრო ნაშრომებთან დაკავშირებული სააპელაციო პროცედურებისა;
  • საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის დეკანის გადაწყვეტილებით ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა პროცესებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი); 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2 – ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან სხვა დოკუმენტის არსებობისას წარმოადგინეთ ასლი);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  •  შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი;

სამუშაო გრაფიკი: სრული.

კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად: 

  • წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა; 
  • გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;
  • ფაკულტეტის დეკანთან გასაუბრება.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები; 
  • სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრული სამუშაოს აღწერილობას).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება დეკანის თანაშემწე.

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი