ვაკანსია ილიაუნის სასადილოში „უნიფუდი“ – მოლარე

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს უნივერსიტეტის სასადილოში „უნიფუდი“ მოლარის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცალო რეალიზაციისას მიღებული თანხებისა და გაყიდული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი;
  • გაყიდვის წერტილზე თანხის კონტროლი, ფურშეტების, ყავის შესვენებისა და უნივერსიტეტის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ემოციების მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჭავჭავაძის გამზ. N32
  • სამუშაო გრაფიკი: სრული

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  2. გასაუბრება.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. რეზიუმე (CV).

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „მოლარე“.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი