ვაკანსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი აცხადებს ნეიროფსიქოლოგის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განრიგი: ნახევარი განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ფსიქოლოგიური კონსულტაცია

2. ნეიროფსიქოლოგიური შეფასება

3. ნეიროფსიქოლოგიური აბილიტაცია/რეაბილიტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი ნეიროფსიქოლოგიაში
  • ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
  • სასურველია რეკომენდაციის წარმოდგენა წინა დამსაქმებლისგან

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  ორგანიზებულობა
  •  გუნდური მუშაობის უნარი
  • ცვლილებებისადმი მზაობა
  • კონფლიქტების მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info.cadc@iliauni.edu.ge 2018 წლის 15 სექტემბრამდე. ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი