სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის სკოლის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის ვაკანსიას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნესის სკოლის აკადემიური პროცესებისა და სალექციო კურსების კონტენტის MOODLE პლატფორმაზე განთავსება და ადმინისტრირება;
- Online სალექციო კურსების განხორციელების ტექნიკური მხარდაჭერა;
- სამაგისტრო პროგრამების სალექციო პროცესების უზრუნველყოფა;
- პასუხისმგებლობა მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;
- პასუხის მომზადება მისთვის გადაცემულ კორესპონდენციაზე;
- საგამოცდო ტესტბანკის შექმნა და საგამოცდო ტესტების მომზადების უზრუნველყოფა;
- ნაშრომების გასწორებისა და პერსონალური მონაცემების დაცვით გამოცდების შედეგების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
- გამოცდასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა და დადგენილი წესის შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღება;
- პასუხისმგებლობა საგამოცდო პროცესის ზედამხედველობასა და სწორად წარმართვაზე;
- მასზე განაწილებული სასწავლო კურსის ფარგლებში სტუდენტებთან, ლექტორებთან, მიმართულების ხელმძღვანელებსა და დამკვირვებლებთან კომუნიკაცია;
- საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის მითითებით საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი უმაღლესი განათლების ადმინისტრირებისა ან სოციოლოგიის მიმართულებით;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point). (IBM SPSS პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;
- უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიისა და ინსტრუმენტების ცოდნა;
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი;
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კონკურსი წარიმართება სამ ეტაპად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;
- გასაუბრება ფაკულტეტის დეკანთან.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას).
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2022 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ბიზნესის სკოლის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი“.
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით.
2022 წელი
[wpai_display_imported_files_here]


