ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** საბუღალტრო და საოფისე პროგრამებში ინფორმაციის დამუშავება;
** სალაროსთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი;
** ჩარიცხვებისა და დავალიანებების მონიტორინგი;
** საჭიროებიდან გამომდინარე სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
** დებიტორ კრედიტორების კონტროლი, ორგანიზაციის პარტნიორებთან კომუნიკაცია
** შედარების აქტების გაფორმება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** ბუღალტრად მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა “Oris”-ის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word);
**„საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის უნარი;
** კონფლიქტურ და კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
[wpai_display_imported_files_here]

