ტრენინგი „ციფრული უსაფრთხოება: რისკები, პრევენცია და დაცვა“

13 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ციფრული უსაფრთხოება: რისკები, პრევენცია და დაცვა“.

ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით გიორგი ახალაია.

თანამედროვე ციფრულ ეპოქაში პირადი და სამსახურებრივი მონაცემების უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ტრენინგის მიზანია მონაწილეთათვის პრაქტიკული ცოდნისა და ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კიბერრისკების პრევენციისა და დაცვის ეფექტური უზრუნველყოფისთვის.

ტრენინგზე მონაწილეები:

  • გაეცნობიან კიბერუსაფრთხოების ძირითად საფრთხეებსა და მათგან დაცვის გზებს;
  • შეისწავლიან სოციალური ინჟინერიის ყველაზე გავრცელებულ მეთოდებს (ფიშინგშეტევები, ყალბი ვებგვერდები, საეჭვო შეტყობინებები) და მათ ამოცნობას;
  • მიიღებენ ინფორმაციას უსაფრთხო კომუნიკაციის პრინციპებზე და მონაცემთა დაცვის თანამედროვე მიდგომებზე;
  • გაეცნობიან მობილური კავშირისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრაქტიკულ სტრატეგიებს.

ღონისძიების დასასრულს დაგეგმილია კითხვა-პასუხის სესია. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ რეკომენდაციები კონკრეტულ საკითხებზე და გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/jT5nb

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 13 ოქტომბერი, 17:00 საათი

ხანგრძლივობა: 2,5 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი