თბილისის კომუნიკაციის სკოლა – პროგრამის კოორდინატორი

თბილისის კომუნიკაციის სკოლა საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და სტუდენტებს სთავაზობს პროფესიული უნარ-ჩვევების განსავითარებელ სასწავლო პროგრამებს ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და დიზაინის მიმართულებით.

სკოლა ეძებს მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც ჩართული იქნება საერთაშორისო პროექტის ყოველდღიურ საქმიანობაში, კერძოდ, პროგრამების კოორდინირებისა და სტუდენტთა შერჩევის კუთხით.

მოვალეობები:

  • პროგრამების ყოველდღიური კოორდინირება, მონიტორინგი და მიმდინარეობის შეფასება;
  • ყოველდღიური ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა სტუდენტებთან ან/და პოტენციურ მომხმარებლებთან;
  • სტუდენტთა განაცხადების განხილვა და სტუდენტების შესაბამისობის განსაზღვრა თითოეული პროგრამის მოთხოვნასთან;
  • პროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტთა პრობლემების იდენტიფიცირება და უმოკლეს დროში რეაგირება.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების ან/და მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
  • სტრესულ სიტუაციებში ორიენტირების უნარი;
  • სასურველია ტექნოლოგიური მიმართულებით ზოგადი ცოდნის ფლობა.

ანაზღაურება – ფიქსირებული; სრული განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში განახლებული რეზიუმე გაგზავნეთ info@commschool.ge-ზე და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება –„პროგრამის კოორდინატორი“.

Tbilisi School of Communication- ის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.commschool.ge.

 2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი