სსიპ „იუსტიციის სახლი” აცხადებს სტაჟირებას თბილისის იუსტიციის სახლში. სტაჟირების პირველი 3 თვე არაანაზღაურებადია. სტაჟირებისას მიღებული ცოდნისა და გამოვლენილი უნარების დადებითად შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს გაუგრძელდება სტაჟირების ვადა დამატებით 3 თვით. ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით. ანაზღაურებადი სტაჟირება შეიძლება გაგრძელდეს ერთ წლამდე.
ადგილმდებარეობა: სანაპიროს ქ. N2, თბილისი
მოთხოვნები:
IV კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
ქართული ენის (C1) შესაბამის დონზე ცოდნა;
სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უნარები:
კომუნიკაბელურობა;
ლოგიკური აზროვნება;
კეთილგანწყობა;
მოტივირებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
სტაჟიორები მიიღებენ გამოცდილებას იუსტიციის სახლის საკონსულტაციო, სწრაფ და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეებში.
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ”
სსიპ „იუსტიციის სახლის” აღმასრულებელი დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის №676/ს ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ფილიალებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტი“;
სსიპ „იუსტიციის სახლის” კონცეფცია;
ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის” სერვისების შესახებ.
კონკურსის ეტაპები:
განცხადებების გადარჩევა;
წერითი დავალება;
გასაუბრება.
თუ გსურთ, გახდეთ იუსტიციის სახლის გუნდის წევრი, მზად ხართ განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის მიჰყევით ბმულს, გაიარეთ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე https://www.hr.gov.ge/ და მისი საშუალებით გამოგზავნეთ განაცხადი შესაბამის ვაკანსიაზე – სტაჟირება თბილისის იუსტიციის სახლში.
[wpai_display_imported_files_here]


