სტუდენტური სტაჟირება ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით

Forbes Woman Georgia აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ციფრული კომუნიკაციების მიმართულებით.

ჩვენი პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.

ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ ჩვენი ციფრული და სოციალური მედიაპლატფორმების განვითარებაში.

სტაჟირების ხანგრძლივობაა 3 თვე. ჩვენს გუნდთან ერთად შეძლებთ, გაიწვრთნათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.

სარეგისტრაციო ფორმაში პირადი ინფორმაციის მითითების გარდ, უნდა ატვირთოთ თქვენი რეზიუმე და სტრატეგიული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებიდან ერთ-ერთი (Facebook, Twitter, LinkedIn, Instagram).

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 დეკემბერი

სარეგისტრაციო ფორმაhttp://bit.ly/fwgსტაჟირება2019

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: d.tsiramua@forbeswoman.ge

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი