Forbes Woman Georgia აცხადებს სტაჟირებას საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მედიაში მუშაობით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
პლატფორმა აერთიანებს ამბებს ბიზნესის, ეკონომიკის, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებიდან.
Forbes Woman Georgia ეძებს ენთუზიაზმით სავსე, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე, კრეატიულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, საფუძვლიანად გამოიკვლიონ ზემოთ აღნიშნული თემები და თავიანთი წვლილი შეიტანონ პლატფორმის განვითარებაში.
Forbes Woman Georgia-ს გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება მსოფლიოს ერთ-ერთი გავლენიანი მედიასაშუალების ლიცენზირებული პროდუქტის შექმნაში.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 17 ნოემბერი.
სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/fwgსტაჟირება
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ელმისამართზე: d.tsiramua@forbeswoman.ge
[wpai_display_imported_files_here]


