სტუდენტური ესეების კონკურსი – ვაცლავ ჰაველი 90

ჩეხეთის ცენტრი თბილისში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და პრაღის ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის (VHL) მხარდაჭერით აცხადებენ სტუდენტური ესეების კონკურსს „ვაცლავ ჰაველი 90“, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის დაბადების 90 წლისთავს.

კონკურსის თემა: „შესაძლებელია თუ არა სიმართლეში ცხოვრება ინფორმაციული ხმაურის ეპოქაში?“

ინიციატივა საფუძვლად დაედო ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის სტუდენტური ესეების კონკურსი, რომელიც ჩეხეთში 2009 წლიდან ტარდება. მისი მიზანია სტუდენტთა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის, პასუხისმგებლიანი საჯარო გამოხატვისა და წყაროებზე მუშაობის უნარის განვითარება.

კონკურსის გრაფიკი

  • 2 მარტი, 2026 – კონკურსის ოფიციალური გამოცხადება;
  • 16 მარტი, 2026 (17:00 სთ) – ესეის წერის ვორკშოპი (წიგნის სახლი „ლიგამუსი“);
  • 15 მაისი, 2026 – ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 15 ივნისი, 2026 – გამარჯვებულთა გამოვლენა;
  • 18 ივნისი, 2026 – გამარჯვებულთა გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონია (წიგნის სახლი „ლიგამუსი“);
  • სექტემბერი, 2026 – პირველი ადგილის მფლობელის ვიზიტი პრაღაში და ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა.

 

მონაწილეობის პირობები

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა უნივერსიტეტის, ნებისმიერი სპეციალობისა და საფეხურის სტუდენტს;
  • ესეი უნდა იყოს ქართულ ენაზე. ფორმატი თავისუფალია (შესაძლებელია იყოს როგორც აკადემიური, ისე შემოქმედებითი);
  • ნაშრომის მოცულობა: 9 000-დან 18 000-მდე სიმბოლო (5-10 გვერდი);
  • წყაროების ციტირებისას გამოყენებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი;
  • სტუდენტმა აუცილებლად უნდა განაცხადოს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ან არგამოყენების შესახებ;
  • კონკურსანტმა ესეი უნდა გაგზავნოს ჩეხეთის ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: cctbilisi@czechcentres.cz

 

რეკომენდაციები მონაწილეებისთვის:

  • წყაროები: რეკომენდებულია ვაცლავ ჰაველის ქართულად გამოცემული ნაშრომების – „ძალა უძალოთა“ (1995), „გთხოვთ, მოკლედ“ (2010), პიესები, „წასვლა“ (2009) – გამოყენება, ასევე საგანმანათლებლო ანიმაცია ვაცლავ ჰაველის შესახებ
  • მომზადება: სურვილის შემთხვევაში კონკურსანტებს შეუძლიათ 16 მარტს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დაესწრონ ესეის წერის ვორკშოპს.

 

შეფასების კრიტერიუმები და ჟიური

ესეი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი სათქმელი, დასკვნა);
  • არგუმენტაციის განვითარება და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა;
  • თემაზე ფოკუსირება;
  • ფაქტობრივი სიზუსტე;
  • სტილისტური გამართულობა და მართლწერა.

 

ნაშრომებს შეაფასებს ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი პროფესორისა და მწერლისგან შედგება.

ჯილდოები

I ადგილი: სტუმრობა პრაღაში და ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა;
II ადგილი: წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 300-ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი: წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი.

შენიშვნა: გამარჯვებულები ასევე მიიღებენ ოფიციალურ მიწვევას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიღებაზე.

საქართველოში ჩეხეთის ელჩის, პეტრ კუბერნატის ვიდეომიმართვა.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი