2020 წლის 25 სექტემბრიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი (ICDC) ახორციელებს პროექტს „სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ბიზნესკომპანიების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) ჩამოყალიბება.
პროექტი მოიცავს ბიზნესკომპანიებისთვის სტაჟიორების შერჩევას შემდეგი მიმართულებებით:
- ტურიზმის სექტორი (სათავგადასავლო / მთის, კულტურული, გასტრონომიული – ღვინო და კულინარია, განთავსება);
- კრეატიული ინდუსტრიის სექტორი (ნებისმიერი სახის მედიაშინაარსის, მათ შორის სოციალური ქსელების მართვა);
- მსუბუქი მრეწველობის სექტორი (ავეჯის წარმოება, შეფუთვის სამუშაოები);
- Ინტელექტუალური მომსახურების სექტორი (ბიზნესპროცესების აუთსორსინგი (BPO): ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომხმარებელთა ურთიერთობების მენეჯმენტი, არქიტექტურა, დიზაინი და ინჟინერია, ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა. ადამიანური რესურსები);
- სექტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიის განვითარებისთვის (საინფორმაციო და კომუნიკაციის ტექნოლოგია, ელექტრონული კომერცია – online გაყიდვები და სხვ., ასევე ტრანსპორტი და ლოჯისტიკა).
პროექტი განხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში:
- თბილისი;
- იმერეთი;
- აჭარა;
- სამეგრელო;
- შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში შეირჩევა 100 სტუდენტი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან 3 თვის განმავლობაში, სტაჟირების ანაზღაურება თვეში 430 ლარია (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით).
სტაჟიორების ანაზღაურების თანადაფინანსება:
- 300 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით) გამოიყოფა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program(DAI) ფინანსური მხარდაჭერით თითოეული სტაჟიორისთვის, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3-თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 900 ლარით დაფინანსებას. აღნიშნული თანხის ანაზღაურებას სტაჟიორისთვის უზრუნველყოფს „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ – ICDC.
- 130 ლარი თვეში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის ჩათვლით), რომელიც დაფინანსდება სტაჟიორების მიმღები კომპანიებისგან, რაც ნიშნავს 1 სტაჟიორის 3-თვიანი სტაჟირების პერიოდის გავლის განმავლობაში 390 ლარით თანადაფინანსებას.
„სტაჟირებისა და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშემწყობა სტუდენტებისთვის“ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სარეგისტრაციო ფორმა
პროექტის შესახებ ინფორმაცია და სიახლეები განთავსდება „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის“ – ICDC ვებგვერდზე: https://icdc.ge/
ასევე ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში:
https://www.facebook.com/thehome87
https://www.facebook.com/ICDC.ge
მონაწილეობის ეტაპებთან დაკავშირებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
2020
[wpai_display_imported_files_here]


