სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

გაცნობებთ, რომ დაიწყო სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-13 ნაკადზე რეგისტრაცია. 

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის ისეთი პროფესიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც აუცილებელია საჯარო მოხელისათვის.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, სტაჟირება ატარებს ერთჯერად ხასიათს, რათა მეტმა სტუდენტმა/კურსდამთავრებულმა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება. Პროექტის ფარგლებში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეძლებენ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სხვადასხვა საჯარო სამსახურში. 

სტაჟირების ვადა: 3 თვე

გრაფიკი: დამსაქმებელთან შეთანხმებით სრულ ან ნახევარგანაკვეთიანი

სტაჟირების სავარაუდო დაწყების დრო: 2020 წლის ოქტომბერი

სტაჟირება არ ითვალისწინებს სამომავლოდ იმავე სამსახურში დასაქმებას. 

იმისათვის, რომ გაიაროთ სტაჟირება, უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოთ საქართველოს მოქალაქე;
  • იყოთ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი,მაგისტრანტის ან დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი და უნდა გამოირჩეოდეთ მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%);
  • სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონა ვირუსის (Covid-19) გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადზე მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილებით, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს თანხმობა, შეუნარჩუნდათ უფლება მონაწილეობა მიიღონ შემოდგომის ნაკადში და გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ სტაჟირების ვაკანსია.

სტაჟირებაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ სტაჟირების კრიტერიუმებს, 2020 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და განაცხადონ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა ბმულის საშუალებით: https://forms.gle/KQrZcGRSfrWQQDEZ6

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს (+995 32) 2197755.

ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტს: 557 65 05 46; UNI-JOBS@ILIAUNI.EDU.GE

2020 წელი


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი