სტაჟირების პროგრამა „სილქნეტის“ ფინანსური ანალიტიკისა და IFRS რეპორტინგის განყოფილებაში

 ს.ს.  „სილქნეტი“  აცხადებს სტაჟირების პროგრამას ფინანსური ანალიტიკისა და IFRS რეპორტინგის განყოფილებაში.

კომპანია გთავაზობთ:

  • კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  •  ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის პროცესებში ჩართულობას/გამოცდილების მიღებას;
  • დასაქმების პერსპექტივას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები (ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის მიმართულებით);
  •  ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინგლისურ ენაზე წერის უნარ-ჩვევებს);
  •  MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

 

  • ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • კომპანიის ფინანსურ აუდიტში მონაწილეობის მიღება;
  • მარეგულირებელი კომპანიის ყოველთვიურ რეპორტებში ჩართულობა;
  • ბიუჯეტის დაგეგმვასა და კონტროლში მონაწილეობა;
  • ინვესტორი პრეზენტაციებისა და წლიური ანგარიშის (Annual Report) მომზადებაში ჩართულობა;
  • სხვადასხვა ტიპის სამუშაო ფაილების დამუშავება კომპანიის შიდა რეპორტინგის მიზნებისათვის;

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 31 ოქტომბერი, 2020

დაინტერესებულმა კანდიდატებმა იხილეთ ვაკანსიის დეტალური ინფორმაცია და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე.


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი