კომპანია „ბიდიო“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესის სერვისებისა და უთსორსინგის განყოფილებაში.
ადგილმდებარეობა: ი. თარხნიშვილის N2, ვერე ბიზნესცენტრი
ვაკანსიის დასახელება : სტაჟიორი, ბიზნესსერვისებისა და აუთსორსინგის განყოფილება
ხანგრძლივობა: 6 თვე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი
აღწერა ფუნქცია/მოვალეობები
- ბუღალტრული გატარებების წარმოება ადგილობრივ პროგრამაში
- ინფორმაციის გადამოწმება/დადარება პირველად წყაროსთან
- სამუშაო ფაილების აწყობა/გადაწყობა/დადარება Excel-ის პროგრამაში
- სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდატრენინგებში მონაწილეობა
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
- განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. სასურველია ფინანსური აღრიცხვის ან ბუღალტერიის სპეციალობით (კურსდამთავრებულები და მაგისტრატურის სტუდენტები)
- ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია), რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- ტესტირება
- გასაუბრება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი – აუთსორსინგი“.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 09.10.2020.
კომპანიის შესახებ:
„ბიდიო“, აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია, 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნესის სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებასა და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში წამყვანი, მე-3 პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს შორის.
[wpai_display_imported_files_here]


