სტაჟირების პროგრამა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს სტაჟირების პროგრამას საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილებაში.

ვაკანსიის დეტალური აღწერა იხილეთ ინგლისურ ენაზე.

აშშ-ის საელჩო შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ საელჩოში. 

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მიეცეთ მუშაობის შესაძლებლობა საგარეო ურთიერთობების სფეროში, ამერიკულ გარემოში.

 სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა სტაჟირების პროგრამით შეიძენთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუნდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა: კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში უნდა გაგზავნონ შემდეგი საბუთები:

  • სააპლიკაციო ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე);
  • სამოტივაციო წერილი (იწერება ინგლისურ ენაზე);
  • წერილობითი თანხმობა უნივერსიტეტიდან (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია ინგლისურ ენაზე);
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (სასურველია ინგლისურ ენაზე).

საბუთები უნდა გაიგზავნოს PDF ფორმატში ელფოსტის მისამართზე: HROTbilisi@State.gov:

2020

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი