სტაჟირება სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სტუდენტური პროექტების მიმართულებით.

სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი

ანაზღაურება: 350 ლარი გადასახადების გარეშე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ილიაუნის სტუდენტებისა და სტუდენტური კლუბების მიერ ინიციირებული და განსახორციელებელი პროექტების კოორდინირებაში/ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა;
  • სტუდენტური ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ადგილის მოწყობა მოთხოვნების შესაბამისად;
  • ღონისძიებების მსვლელობისთვის თვალყურის დევნება;
  • ღონისძიების შემდგომი უკუკავშირი შედეგებზე.

თუ გსურს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა, 6 დეკემბრამდე გაგვიზიარე შენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე Student.affairs@iliauni.edu.ge, სათაურის ველში მიუთითე „სტაჟირება“.

მონაწილეები შეირჩევიან ორ ეტაპად.

  • პირველ ეტაპზე რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
  • გადარჩეულ მონაწილეებს კი შევარჩევთ გასაუბრებით.

გისურვებთ წარმატებებს.

2022 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი