სტაჟირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირებისთვის. 

სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს ჩაერთონ უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, მონაწილეობა მიიღონ გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირებაში, გაიუმჯობესონ ღონისძიებების მენეჯმენტის, გუნდური მუშაობისა და ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
  • ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის ან სწავლის გამოცდილება
  • გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე
  • საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საინფორმაციო ტექნოლოგიების და პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 15 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ შემდეგი სააპლიკაციო საბუთები მისამართზე IRO@iliauni.edu.ge:

  • რეზიუმე (CV)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი

წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ სტაჟირების დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე; მეორე ეტაპზე შერჩეული კანდიდატები შეასრულებენ წერილობით დავალებას; ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: IRO@iliauni.edu.ge

გაიგე მეტი

გაიგე მეტი