სტაჟირება HR დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით – GIG
კომპანიის შესახებ:
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში.
მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას, ბუნებრივი აირით ვაჭრობას, უძრავი ქონების მართვას და ა.შ.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს: www.gig.ge.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი აცხადებს სტაჟირებას HR დეპარტამენტში დასაქმების პერსპექტივით.
ძირითადი მოვალეობები:
HR აუდიტში მონაწილეობა;
HR პროგრამაში მუშაობა; HR პროგრამაში შესაბამისი მონაცემების შეყვანა-კორექტირება;
თანამშრომელთა პირადი საქმეების აღრიცხვა-წარმოება;
HR ადმინისტრირების მიმართულებით პროცესებში სრული ჩართულობა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების საშუალო დონეზე ფლობა;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office: Word, Excel, PowerPoint ცოდნა აქტიური მომხმარებლის დონეზე.
უნარები:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
სხარტი აზროვნების უნარი
ენერგიული, კომუნიკაბელური
როგორც გუნდში, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ორგანიზებული და პუნქტუალური
ინფორმაცია სტაჟირების შესახებ:
სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი;
გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;
მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
მიიღებიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@gig.ge 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე ვერ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]


