სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ონლაინპორტალზე რეგისტრაციით 2025 წლის 8 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №303 (30.07.2025 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს.

დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე  „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“.

გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

 

2025 წელი

გაიგე მეტი

გაიგე მეტი