2 ნოემბერს, 16:00 საათზე, Booster Talks -ის ფარგლებში შეხვედრას გამართავს თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი ტრენერი მურთაზ ბოლქვაძე.
შეხვედრაზე მოწვეული სტუმარი წარმოადგენს ვაკანსიებს შემდეგი მიმართულებებით:
- საცალო გაყიდვების მიმართულება
- სადაზღვევო ზარალების ადმინისტრირების მიმართულება
- სატელეფონო ცენტრი
- SME და პოსტ-გაყიდვების მიმართულება.
დაინტერესებული სტუდენტები შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ თიბისი დაზღვევის შეთავაზების შესახებ.
შეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 2 ნოემბრის 12:00 საათისა.
შეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
დრო: 2 ნოემბერი, 16:00 საათი.
[wpai_display_imported_files_here]


