საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის ვაკანსია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსს სიპ „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს გამარტივებულ კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საიმიჯო და საინფორმაციო კამპანიების, მასმედიასთან ურთიერთობისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • მომხმარებელთა ბაზის შექმნა და რემარკეტინგი;
  • CRM ბაზის მართვა და განვითარება;
  • სააგენტოს ვებგვერდის, სოციალური ქსელების განვითარების სტრატეგიის შემუშავება, კონტენტის შექმნა და მართვის კოორდინაცია;
  • საჭიროებიდან გამომდინარე მასმედიასთან ურთიერთობა, პრესკონფერენციების, პრესრელიზების, სტატიების, სარეკლამო ბროშურების, ბუკლეტების, სარეკლამო გვერდების შინაარსობრივი ნაწილის მომზადება;
  • დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ჟურნალისტიკის მიმართულებით;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება (Digital Marketing-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის კარგად ცოდნა (C1/C2).

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგმოთხოვნებს:

  • საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგთან დაკავშირებული პროექტების ინიცირებისა და მართვის კომპეტენცია;
  • საქმიანი მიმოწერის წარმოება;
  • ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციისკარგიუნარი;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 2, 200.00 ლარით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი“.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.


[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი