სასწავლო პროცესის ეფექტურობის ანალიზის სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სასწავლო პროცესის ეფექტურობის ანალიზის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შეფასება განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი განმავითარებელი სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • ფოკუსჯგუფების ჩატარება აკადემიური პროგრამების ფარგლებში, რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება (სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, დამსაქმებლებთან, კურსდამთავრებულებთან);
  • სტუდენტური გამოკითხვების რაოდენობრივი ანალიზი და შეფასება;
  • აკადემიური პროგრამების მიზნების და ამოცანების გათვალისწინებით განმავითარებელი სტრატეგიების დასახვაში მონაწილეობა პროგრამაში ჩართულ აქტორებთან (აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, დამსაქმებლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია) თანამშრომლობით;
  • პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და განვითარების მიზნით შესაბამისი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა;
  • აკადემიური პერსონალის საქმიანობის შეფასების პროცესში მონაცემების ანალიზი;
  • საჭიროების მიხედვით, ფაკულტეტზე მიმდინარე სხვა აქტივობებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი განათლების, სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ან წარმატებით გავლილი სტატისტიკის კურსი/ები);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა (სასურველია შესაბამისი დონის დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატის/ცნობის წარმოდგენა);
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩოლოყაშვილის 3/5;

სამუშაო დრო: სრული (კვირაში 40 საათი).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: CV , პირადობის მოწმობა, დიპლომის ასლი 2022 წლის 16 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელმისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება .

შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად: წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და გასაუბრება.

დავუკავშირდებით მხოლოდ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2022 წელი

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი