სასერტიფიკატო პროგრამა „ქცევის გამოყენებითი ანალიზი − ქცევის ანალიტიკოსის მოსამზადებლად“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ქცევის ანალიზის პრაქტიკოსებისა და ყველა იმ სპეციალისტისთვის, ვისაც ქცევის ანალიზის მიმართულებით სურს ცოდნის გაღრმავება, აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე „ქცევის გამოყენებითი ანალიზი − ქცევის ანალიტიკოსი“.

პროგრამა აღიარებულია ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IBAO) და ასევე საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის (GABA) მიერ.

6 მოდულისგან შედგენილი სრული პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილე მიიღებს ქცევის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ქცევის ანალიტიკოსის საფეხურის შესაბამის თეორიულ ცოდნას.

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ.

სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის დეკემბერი

ერთი მოდულის საშუალო ხანგრძლივობა: 10 კვირა (45 საათი);

სწავლის საფასური თითოეულ მოდულზე 650 ლარია.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/w2XMwEJLwC1TFYD76

რეგისტრირებულ მონაწილეებს შერჩევის ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება ინგლისურ ენაში, ტესტირების გარეშე კურსზე მოხვდებიან ის მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ ინგლისური ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონის) დამადასტურებელ სერტიფიკატს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 389 435

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი