საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერის ვაკანსია

სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7

მოვალეობები:

  • ინოვაციების ბანაკების, კონფერენციების, სტარტაპკონკურსებისა და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ღონისძიებების ორგანიზება;
  • სტრატეგიული განვითარების მიმართულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაში ხელმძღვანელის ხელშეწყობა;
  • სტარტაპის ეკოსისტემის ჩამოყალიბების სტრატეგიის შემუშავება, აუცილებელი ცოდნის მოძიება/ანალიზი;
  • სტარტაპსაზოგადოების განვითარებისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
  • საფინანსო და ბიზნესსექტორის მიერ ინოვაციური პროექტებისა და დამწყები ბიზნესის კომპანიების დაფინანსების წახალისებისთვის წინადადებების მომზადება და აღნიშნული პროცესების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. 

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნა: მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gita.gov.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ დასახელება – „ინოვაციების საზოგადოების განვითარების მენეჯერი – GITA”.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი