საქართველოს იმპლემენტაციური მეცნიერების ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT) დარგში მოქმედი მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისთვის საქართველოში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და იელის უნივერსიტეტი აცხადებენ იმპლემენტაციური მეცნიერების ფოგარტის სასწავლო პროგრამის (GIFT) 2025 წლის საზაფხულო ბუთკემპს, რომელიც გაიმართება 30 ივლისიდან 2 აგვისტომდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროგრამის შესახებ

საქართველოს იმპლემენტაციური მეცნიერების ფოგარტის სასწავლო პროგრამა (GIFT) არის მრავალწლიანი სასწავლო და შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტების (NIH) ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი. პროგრამა ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლასა და იელის უნივერსიტეტის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლას შორის მჭიდრო აკადემიური პარტნიორობით.

GIFT-ის მიზანია საქართველოში აივ-ინფექციის იმპლემენტაციური მეცნიერებისა და ბიოსტატისტიკის მიმართულებით ქვეყნის სამეცნიერო და ინსტიტუციური პოტენციალის გაძლიერება, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა რეალურ დროში განხორციელება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება. მოიცავს ფაკულტეტის განვითარების პროგრამებს, დოქტორანტთა მენტორობასა და ორგანიზებულ სამეცნიერო-სასწავლო გაცვლით პროგრამებს, რაც ხელს უწყობს საქართველოს მომავალი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მეცნიერთა, პედაგოგებისა და პრაქტიკოსების განვითარებას.

GIFT საზაფხულო ბუთკემპი 

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ყოველწლიური კომპონენტია GIFT საზაფხულო ბუთკემპი − პრაქტიკული, ინტერდისციპლინური სასწავლო ღონისძიება, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და პროფესიონალებს იმპლემენტაციურ მეცნიერებაში ძირითადი უნარების ასათვისებლად, ასევე არის ადგილი თანამშრომლობისა და ინოვაციებისათვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

ვისთვის არის განკუთვნილი ტრენინგი?

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრაქტიკოსებისთვის;
  • უნივერსიტეტის ლექტორებისა და პროფესორებისთვის.

რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იელის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად გაიცემა სერტიფიკატი სულ მცირე სამი დღის განმავლობაში დასწრების შემთხვევაში;
  • მოიცავს პრაქტიკულ, ინტერდისციპლინურ სწავლებას იმპლემენტაციურ მეცნიერებასა და ბიოსტატისტიკაში (ძირითადად R-ში).

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

ბუთკემპში მონაწილეობას შეძლებს წინასწარ რეგისტრირებული 100 მონაწილე, რომლებიც განაწილდებიან სამ სასწავლო ნაკადში:

  • ნაკადი 1: 40 მონაწილე
  • ნაკადი 2: 40 მონაწილე
  • ნაკადი 3: 20 მონაწილე

სამუშაო ენა: ინგლისური (თარგმანი არ არის გათვალისწინებული)

დრო: 30 ივლისი – 2 აგვისტო

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გ. წერეთლის ქ. N1

სრული პროგრამა: https://iliauni.edu.ge/uploads/other/89/89194.pdf

ინფორმაცია ბუთკემპის სპიკერების შესახებ: https://iliauni.edu.ge/uploads/other/89/89174.pdf

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://form.jotform.com/240945889308067

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი