შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” აცხადებს კანდიდატთა შერჩევას ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტის შემოსავლების, ხარჯების, ფულადი სახსრებისა და საკრედიტო რესურსების აღრიცხვის სამსახურის ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
შინაგანაწესის დაცვა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების ხარისხიანი და ოპერატიული შესრულება;
პროგრამა FMG SOFT-ში ბუღალტრული გატარების შესრულება;
პროგრამა FMG SOFT-ში საბანკო ანგარიშების ნაშთების კონტროლი;
ყოველდღიური საბუთებისა და შედარების აქტების წარმოება;
კომპანიის თანამშრომელთა სახელფასო ანგარიშსწორების უწყისების მომზადება;
ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
ინტერნეტბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება;
სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამა FMG SOFT-ში;
კომპანიის სახელზე არსებული ძირითადი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების პროგრამული აღრიცხვა;
დოკუმენტბრუნვის პროგრამაში კორესპონდენციის კონტროლი და პასუხის გაცემა;
კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ფინანსისტის/ეკონომისტის სპეციალობით;
სასურველია ბუღალტრულ სფეროში მუშაობის 3 წლის სტაჟი;
საბუღალტრო პროგრამის FMG-ის ცოდნა;
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სასურველია ACCA-ს პირველი დონის სერტიფიკატი.
სამართლებრივი აქტების ცოდნა, სასურველია „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
ორგანიზებულობა;
პუნქტუალურობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
შემოსული რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება;
ტესტირება.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: konkursi@water.gov.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 29 თებერვალი, 2020 წ.
დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]


