საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ანაზღაურებად სტჟირების პროგრამას მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 09:00–18:00, შესვენება: 13:00–14:00
ადგილმდებარეობა: სანაპიროს ქუჩა N2, 0114 თბილისი .
ანაზღაურება: 500 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სხვადასხვა ორგანიზაციიდან შემოსული კორესპონდენციის მიღება და კანცელარიის
განყოფილებისთვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
- შემოსული დოკუმენტაციის გადამოწმება;
- მოქალაქეების, ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანცელარიის განყოფილებისთვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
- მოქალაქეების ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა. ეროვნულ ბანკში მოსული სტუმრების დახვედრა და საშვებით უზრუნველყოფა;
- ეროვნულ ბანკის ცხელ ხაზზე დროული და კომპეტენტური პასუხის გაცემა;
- დროული და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;
- მოქალაქეებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კომპეტენციის ფარგლებში ახსნა-განმარტების მიცემა;
- სათანადო დახვედრა და სტუმრების დაკვალიანება.
კვალიფიკაცია:
კომპიუტერული პროგრამები:
MS Windows, MS Excel, MS Word, MS Outlook
უცხო ენები:
- ინგლისური კარგად
- რუსული
პრიორიტეტული უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობა.
სასურველი უნარები:
- ორგანიზებულობა
- ინსტრუქციებითა და პროცედურებით ხელმძღვანელობა
- გამართულად წერა
- გამართულად საუბარი
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა: 28 დეკემბერი, 2020 წ.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.geსათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
[wpai_display_imported_files_here]


