სამართლის სკოლის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

სამართლის სკოლის დეკანის არჩევნების გამოცხადების შესახებ

ა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები გამოცხადდეს 2019 წლის 8 მაისიდან.

ბ) სამართლის სკოლის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2019 წლის 10-დან 18 ივნისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).

გ) სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2019 წლის 26 ივნისს.

მოთხოვნები, რომელთაც კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და უნდა იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება ილიას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

  • პირადობის მოწმობის ასლი;

  • ორი ფოტოსურათი 3×4;

  • პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;

  • სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია;

  • ავტობიოგრაფია (CV);

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს მას.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი