საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ აცხადებს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტის ვაკანსიას.

ორგანიზაცია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“
ვაკანსია – ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი – სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა – 6 თვე
თანამდებობრივი სარგო –1000 ლარი (დარიცხული)

ფუნქციები :

  • უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ მონაცემთა აღრიცხვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;
  • სხვადასხვა უწყებასა და სამსახურთან ურთიერთობა, მათგან სარეგისტრაციო განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა;
  • შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის გაცემა ან/და განხილვის შედეგად სარეგისტრაციცო განაცხადის მიღების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
  • სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისთვის სატელეფონო კონსულტაციის გაწევა.

მოთხოვნები:

  • მაღალი აკადემიური მოსწრების IV კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული 
  •  იურიდიული მიმართულებით (მინიმუმ B, საშუალო ქულა 81 ან მეტი)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  •  სახელმწიფო ენის სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა მიდგომის გამოყენება;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესის ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობა.

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ”;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანება „საჯარო რეესტრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
  • საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის No509 დადგენილება „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების” დამტკიცების შესახებ;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის No134 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.

კონკურსის ეტაპები:

გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: uni-jobs@iliauni.edu.ge   სათაურის ველში მიუთითთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 3 სექტემბერი, 2020 წ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი