კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე
ა) 2015 წლის 27 იანვრის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N1-ის გადაწყვეტილებით 2015 წლის 30 იანვრიდან გამოცხადდეს კონკურსი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე.
ბ) კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყოს 2015 წლის 4 მარტიდან 10:00 საათიდან და გაგრძელდეს 2015 წლის 13 მარტის ჩათვლით 18:00 საათამდე:
გ) კანდიდატმა ქვემოთ მოცემული საბუთები წარადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მისამართზე ჩოლოყაშვილის 3/5:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; (კანდიდატი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი)
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის განვითარებისა და ადმინისტრირების კონცეფცია
- სამეცნიერო ავტობიოგრაფია
დ) არჩევნები ჩატარდეს 2015 წლის 24 მარტს
[wpai_display_imported_files_here]

