სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს რისკების ანალიტიკოსის (აქტუარის) ვაკანსიებს ანდერაიტინგის, გადაზღვევისა და აქტუარული კვლევების დეპარტამენტში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00; ორშაბათი – პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- სადაზღვევო პროდუქტების ფასწარმოქმნის განსაზღვრის მიზნით სტატისტიკური ანალიზი;
- ტექნიკური რეზერვების შეფასება აქტუარულ მეთოდთა გამოყენებით;
- სადაზღვევო პორტფელების მდგომარეობის შეფასება და პერიოდული მონიტორინგი;
- მონაცემთა ბაზების სტატისტიკური ანალიზისთვის საჭირო ფორმაში მოყვანა;
- სხვადასხვა ტიპის სტატისტიკურ გათვლებში ტექნიკური დავალებების შესრულება.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნესადმინისტრირება);
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- R პროგრამული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ინიციატივიანობა;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- ტესტირება;
- გასაუბრება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aldagi.ge 2021 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება რისკების ანალიტიკოსი (აქტუარი).
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


