მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2025-2026 სასწავლო წლისთვის საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის.
ტურის მიზნობრივი ჯგუფი
შემოქმედებითი ტური გამოცხადდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობითა და რექტორის ბრძანებით განესაზღვრათ ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კერძოდ:
- საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სკოლებში და მათი განათლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნა აღიარებული;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არქონის გამო ვერ შეძლეს სრული ზოგადი განათლების მიღება და მიიღეს შესაბამისი დოკუმენტი საქართველოში მოქმედ სკოლებში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).
ტურის პირობები და ვადები
- სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტთათვის შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურზე ელექტრონული რეგისტრაციის ვადაა 2025 წლის 26 აგვისტოდან 2025 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით. შემოქმედებით ტურზე რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/vFMpNxde32upDdQS7
- ელექტრონული რეგისტრაციისას სხვა მოთხოვნებთან ერთად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქემ − პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი შშმ ან/და სსსმ პირია და სჭირდება სპეციფიკური საგამოცდო გარემო, მან განცხადებაში ეს გარემო უნდა მიუთითოს და წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი (სათანადო ცნობა);
- შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე ერთი თვის განმავლობაში არა უგვიანეს 2025 წლის 1-ელი სექტემბრის 17:00 საათისა მხოლოდ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდისა და მიღებული შედეგის მითითებით;
- შემოქმედებითი ტურის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 1-ელიდან 2 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge
- სააპელაციო კომისია განცხადებებს განიხილავს 2025 წლის 3 სექტემბერს.
- საბოლოო შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება ერთი თვის ვადით არაუგვიანეს 2025 წლის 4 სექტემბერს 15:00 საათამდე, მხოლოდ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდისა და შესაბამისი შედეგის მითითებით;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შემოქმედებითი კონკურსის ქულებს არ ენიჭება კოეფიციენტები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინოთ ნამუშევრები პორტფოლიოს სახით „არქივის“ (ZiP) ფორმატში არაუმეტეს 10 GB მოცულობით.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გაეცნოთ ბრძანებას, შემოქმედებითი ტურის ძირითად ეტაპებსა და მოთხოვნებს, შემოქმედებითი ტურის დებულებას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: Tour.Arts@iliauni.edu.ge
2025