პროექტ EfxINNOs-ის მონაწილეების სამუშაო შეხვედრა სტამბოლში

15-18 ოქტომბერს პროგრამით Interreg NEXT Black Sea Basin დაფინანსებული პროექტის “Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin (EfxINNOs)” ფარგლებში სტამბოლში სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სტამბოლის უნივერსიტეტი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროექტის სამეცნიერო კოორდინატორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე, ამავე ფაკულტეტის დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი თამარ ედიშერაშვილი და პროექტის ფინანსური მენეჯერი მანანა სალუქვაძე.

პირველი დღე დაეთმო პროექტის მიმდინარეობის შიდა განხილვას, შესრულებულ ამოცანებს, მიმდინარე მდგომარეობასა და გეგმებს.

ქეთევან კუპატაძემ და თამარ ედიშერაშვილმა წარადგინეს ფოთის პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებული საკვლევი ტივტივადან მიღებული ახალი მონაცემები. ტივტივა ზომავს:

  • წყლის ტემპერატურას
  • სიმღვრივეს
  • გამტარობას
  • ქლოროფილის კონცენტრაციას
  • ჟანგბადის კონცენტრაციას
  • ჟანგბადით გაჯერებას

ვიზიტის მეორე დღეს სტამბოლის უნივერსიტეტის საკვლევი გემით პროექტის გუნდი გავიდა ბოსფორზე და სპეციალური სკანერით შეისწავლა ფსკერი, აიღო წყლის სინჯები.

შეხვედრის მესამე დღეს გაფართოებულ პანელურ დისკუსიაზე ქეთევან კუპატაძემ თურქ მეცნიერებს გააცნო ილიას სამეცნიერო უნივერსიტეტის მიზნები ამ პროექტში და ჩატარებული კვლევა.

პროექტის EfxINNOs მიზანია ლურჯი ეკონომიკის მდგრადი განვითარება შავი ზღვის რეგიონში, ასევე პარტნიორებთან ერთად საზღვაო მონიტორინგის ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი პლატფორმების ეფექტური ქსელის შექმნა.

პროექტში მონაწილეობენ ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და საზღვაო ინოვაციების ხელშეწყობას ემსახურება.

პროექტს აფინანსებს პროგრამა Interreg NEXT Black Sea Basin, თანადამფინანსებელია ევროკავშირი. საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,643,648.40 ევროს.

პროექტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად შავი ზღვის აუზისთვის, რადგან აერთიანებს მეცნიერულ ინოვაციებს, განათლებისა და გარემოსდაცვით მიზნებს და ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის.

კვლევა ახალ ეტაპზე გადავიდა.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი