ონლაინმაღაზია ისურვე აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის თემაზე „ონლაინკომერციის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.
გამარჯვებული ესეის ავტორს კომპანია დაუფინანსებს სწავლის საფასურს 2250 ლარის ოდენობით. ნაწილობრივი გრანტის არსებობის შემთხვევაში განსხვავებული თანხის ღირებულების ნივთს თავად გამარჯვებული შეარჩევს.
1.კონკურსის პირობები:
- მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტუდენტს აქტიური სტატუსი ჰქონდეს;
- საკონკურსო ესეი უნდა ეხებოდეს მთავარ თემას და აკმაყოფილებდეს არგუმენტირებული ნაშრომის კრიტერიუმებს.
2. ესეის სავარაუდო სტრუქტურა (არასავალდებულო):
- სათაური
- შესავალი/არსებული მდგომარეობის ზოგადი ანალიზი
- თემის წარდგენა და არგუმენტირება/ავტორის შეხედულების ჩამოყალიბება და არგუმენტებით გამყარება
- დასკვნა/მსჯელობის შეჯამება
3. კონკურსის ეტაპები:
- განცხადებების მიღება კონკურსში მონაწილეობის შესახებ – 20 ნოემბრის ჩათვლით;
- ნაშრომების მიღება – 30 ნოემბრის ჩათვლით;
- 6 დეკემბერს გამოვლინდება 1 გამარჯვებული;
4. განაცხადის ფორმა:
- სახელი და გვარი, პირადი ნომერი
- ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
- უნივერსიტეტის დასახელება
- ესეის სათაური
5. ესეის გაფორმების წესი:
- ფურცლის ზომა A4
- შრიფტი – უნიკოდი (Sylfaen)
- შრიფტის ზომა – 12
- გვერდების საორიენტაციო რაოდენობა –1-2
განაცხადისა და ესეის გამოგზავნა ელფოსტაზე essayawards2021@gmail.com
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


