ნიუტონის თავისუფალი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსია

ნიუტონის თავისუფალი სკოლა აცხადებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ვაკანსიას.

 თუ ხართ საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს.

ვალიფიკაცია:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;

  • მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • ეფექტური კომუნიკაცია;

  • ორგანიზებულობა;

  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;

  • კრეატიულობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად პირველ ეტაპზე კანდიდატებს შეარჩევენ CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება, მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

 ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge  გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 9 ნოემბერი.

ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის” ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი