მიღება მიკრობიზნესის უმცროსი ბანკირის Next Generation პროგრამაზე

სს ,,ტერაბანკი” თბილისში აცხადებს მიღებას მიკრობიზნესის უმცროსი ბანკირის Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.

პოზიციის მიზანია ბიზნესის სეგმენტის მომხმარებლის მოზიდვა და მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

სამუშაო გარემო და პირობები

  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო;
  • საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად;
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობით;
  • ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში;
  • დასაქმება სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ;
  • კონკურენტუნარიანი გარემო, რომელშიც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი;
  • ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი, სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა და დაფარვების მონიტორინგი.

მსურველებს გთხოვთ 29 აპრილის 17:00 სთ ჩათვლით CV გამოგზავნოთ მისამართზე: career@terabank.ge

გთხოვთ CV გამოგზავნის დროს აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

2021 წელი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი